რეზონანსი
11.05.2025

ცნობილი მსახიობი ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ მას და მის ორ­სულ ქა­ლიშ­ვილს ემუქ­რე­ბი­ან და აპი­რებს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნოს. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ეს ყველაფერი მიზ­ნად ისა­ხავს მისი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას.

"ბოლო დროს ძა­ლი­ან გახ­შირ­და და რა­ღაც სეგ­მენ­ტში ტრენ­დუ­ლიც კი გახ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის ტყუ­ი­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის აგო­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერ­პლი ამ­გვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბის. ამას უკვე მი­ვეჩ­ვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახ­საც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით გვაკ­ვირ­დე­ბი­ან და გვი­ყუ­რე­ბენ, მაგ­რამ ახლა ხდე­ბა ის, რომ პირ­და­პირ და ხე­ლა­ღე­ბით მაბ­რა­ლე­ბენ და ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი.

თით­ქოს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც სხვა სა­ხელს და გვარს ვარ ამო­ფა­რე­ბუ­ლი. ეს კამ­პა­ნია დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გამ­წვავ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბოლო დღე­ებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო.

ჯერ მარ­თლა სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნი­და, ამა­ზე ვხუმ­რობ­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი და და­ბა­დე­ბის დღე­საც კი მი­ლო­ცავ­დნენ, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ თან­და­თან მი­ი­ღო ამან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე და და­ი­წყეს უკვე სტა­ტუ­სე­ბის წერა, პირ­და­პირ ხე­ლის და­დე­ბა, რომ თით­ქოს ასი პრო­ცენ­ტით იცი­ან, რომ ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი, ეს ბრალ­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა ­მარ­ტო სტა­ტუ­სებ­შია, კო­მენ­ტა­რებ­შიც კი ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რო­ბენ, კი, კი, უკვე დად­გინ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად ნა­ნაა.

პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, რომ თით­ქოს, მე ვარ ეს ადა­მი­ა­ნი და გვა­ყე­ნე­ბენ სა­ში­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას და რაც მთა­ვა­რია, ეს წე­რი­ლე­ბი არის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლიც. აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჩემს გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებს, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მა­მი­დას, წყევ­ლა-კრულ­ვა­საც არ იშუ­რე­ბენ, სხვა­თა შო­რის.

მოკ­ლედ, მე ვა­პი­რებ შე­ვი­ტა­ნო სა­ჩი­ვა­რი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს აქ არ და­ვა­სახ­ლებ, დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა ამ ეთე­რი­დან ჩემ­გან მათი სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის წარ­მოთ­ქმა. მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლას, ჩემი ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ მე ვარ ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რა­საც ვამ­ბობ ან ვწერ, ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ჩემი, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლით და არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა, რომ ამო­ვე­ფა­რო ფსევ­დო სა­ხელს. მე და ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მო­რა­ლუ­რიო ზი­ა­ნი მოგ­ვად­გა და ამი­ტომ, მე ვუ­პა­სუ­ხებ კა­ნო­ნის გზით. შე­სა­ბა­მი­სად ამ ადა­მი­ა­ნებს, ცი­ლისმწა­მებ­ლებს, მო­უ­წევთ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რად­გი­ნონ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ", - განაცხადა "იმედის" ეთერში ნანა ლორთქიფანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×