
გადაცემა „იმედის დილა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მათი გუნდის წევრი შაკო ნათენაძე.
„გარდაიცვალა ჩვენი გუნდის წევრი, არაჩვეულებრივი ადამიანი, შაკო ნათენაძე.
ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს“, - წერია სამძიმრის წერილში.
გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის, მაგრამ სამძიმრის წერილის კომენტარებში ცოტა ხნის წინ მაცაცო თოხაძემ ასეთი რამ დაწერა:
"ჯობდა, საერთოდ არ გაგეკეთებინათ განცხადება. "ვერ მოერია გამოწვევას"? რა გამოწვევას ვერ მოერია, ჯანღონით სავსე ბავშვი იყო, ჩემს თვალწინ გაზრდილი. ცემით მოკლეს უბნელებმა, რომლებმაც სასმელი ვერ მოინელეს და იმდენი ურტყეს თავში საწყალ ბიჭს, რომ ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა. დღეს მთელი საღამო სამძიმარზე ვიჯექი. გამწარებული დედა პირდება თავის შვილს, რომ უმკაცრესად დასჯის მკვლელებს და სამართალი იზეიმებს!
არ გრცხვენიათ? აგიკრძალეს სიმართლის თქმა? ისედაც გამწარებულ ოჯახს როგორ აკადრეთ..."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე