
ტელეკომპანია „იმედის" ახალგაზრდა, 23 წლის თანამშრომელი შაკო ნათენაძე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
როგორც კოლეგები ამბობენ, გარდაცვლილი საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს.
„იმედის დილის" წამყვანებმა გარდაცვლილის ოჯახს მწუხარება კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
„დღეს ვემშვიდობებით ჩვენს თანამშრომელს, 23 წლის შაკო ნათენაძეს, მას დღეს დაკრძალავენ. შაკო საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით შეიყვანეს, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და დამნაშავეების პასუხისგებას. ერთხელ, ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს", - ამბობს „იმედის დღის" წამყვანი ნინო ჭანტურაია.
„ის, რომ ჩვენი, წამყვანების ხმა თქვენამდე მოდიოდა და ჩვენ ყურში სარეჟისოროს და თქვენ გესმით ჩვენი ტექნიკურად ამას შაკო უზრუნველყოფდა. არ არის გასაკვირი, რომ ჩვენ მისი მეგობრები და კოლეგები ამ მძიმე დროს ოჯახის გვერდით ვართ და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ", - ამბობს გადაცემის კიდევ ერთი თანაწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე