რეზონანსი
15.05.2025

მდინარე მტკვარში 2 დღის წინ გადავარდნილი მანქანა მაშველებმა წყლიდან დღეს დილით ამოიყვანეს. დადასტურდა, რომ მანქანაში იყო ორი მგზავრის ცხედარიც. კიდევ ერთი დაკარგული მგზავრის საპოვნელად სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

ერთ-ერთი გარდაცვლილის უტა ელიავას და წერს, რომ მისი ძმის ცხედარი ნაპოვნია.

„მოვდივარ დაიკო. შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად ჩემო, როგორ გციოდა ღმერთმა იცის“, - წერს ანკა ელიავა.

რაც შეეხება მეორე ცხედარს, რომელიც მაშველებმა იპოვეს, ჯერჯერობით უცნობია ის გიორგი შამუგიას ეკუთვნის თუ მესამე მგზავრს, რომელიც მათთან ერთად ტრაგედიის დროს იმყოფებოდა ავტომობილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×