
მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძემ „დღის პოსტში“ შვილის მოლოდინზე ისაუბრა.
„კარინას უკვე დიდი მუცელი აქვს. ძალიან მაგარია მოლოდინი. ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები, რა ხდება, ალბათ, რომ დაიბადება, უფრო უკეთ მივხვდები. გოჩას და შორენას შვილიშვილი შეეძინათ, პარის ანა ჩერტკოევი. სასაცილო ამბავი ისაა, რომ ბაბუა უფრო ადრე გავხდი, ვიდრე მამა. გუშინ შორენამ მითხრა, რომ ბაბუა გახდიო
და მერე მივხვდი… დიდი იმედი მაქვს, რომ ჩამოიყვანენ და ჩემს შვილსაც გავაცნობ… გოჩა და შორენა ბებია და ბაბუა პირველად გახდნენ. მივწერე, როგორია, როცა ყველაზე ლამაზი ბებია და ბაბუა გახდით-მეთქი. ძალიან მაგარი გრძნობაა და ახლა ველოდებით, შენი შვილი როდის დაიბადებაო“ - განაცხადა რატი გაჩეჩილაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე