რეზონანსი
17.05.2025

"ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში მწვავე მიმართავს ავრცელებს:

"იმიტომ არა, რომ შენგელიაა და თან გარეგნულადაც მაგარი გოგოა. ძალიან ბრუტალურად და ემოციურად შეასრულა. კალათბურთელი მაღალ ნახტომში ბურთს კალათში ეფექტურად რომ ჩატენის, ისე… ბრავო, მარიამ შენგელია.

P.S. სულ ამას ვამბობდი და დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ - უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, “ევროვიზიის” კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა და ზუსტად ამის შედეგია, რომ ბოლო 40-45 წლის მანძილზე, “ევროვიზიის” ვერც ერთი გამარჯვებული ვერ იკვლევს გზას და ვერ იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დიდ მუსიკალურ სცენებზე და, სამწუხაროდ, ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საერთაშორისო ცნობადობის მქონე მძიმეწონიანი ავტორიტეტული მუსიკალური პროდიუსერებისგან შემდგარი ჟიური არ მიიღებს გადაწყვეტილებებს vs სამეზობლო-პოლიტიკური სიმპათიებით განპირობებული ტელემაყურებლების კენჭისყრისა და რაც მთავარია, სანამ ეს კონკურსი რომელიმე მეიჯორი რექორდ ლეიბლის (Sony, Warner, Universal) ეგიდის ქვეშ არ მოექცევა… ძალიან ძალიან დასანანია და სამწუხარო…" - წერს "ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×