რეზონანსი
26.05.2025

ნიკა გვარამია დეა მამისეიშვილის და გიორგი გაბუნიას "Facebook live" -ის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, სადაც მათ ნიკა მელიაზე ისაუბრეს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მეგობრებო, დეა მამისეიშვილი და გიორგი გაბუნია კი არა, ჩემი 2 არასრულწლოვანი შვილი არ მაბარებს ანგარიშს, რა თქვან და რა გააკეთონ.

საერთოდაც, ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე.

კვირა დღესაც კი შეხვედრა მქონდა და ამიფეთქდა ტელეფონი.

ძალიან მინდა გთხოვოთ, ზრდასრული ადამიანების (მით უმეტეს, მთლად ჩემზე “ხანდაზმულის”) ტექსტებზე მე ნუ მომთხოვთ ანგარიშს, ან თუნდაც პასუხს, რატომ თქვა ეს ან ის. მათ ჰკითხეთ და მათ ეჩხუბეთ. ან ეგენი შეაქეთ.

მე მონები და ყმები არ მყავს და, ბევრისგან განსხვავებით, სხვებს არ “ვაყეფებ” როცა რამის თქმა მინდა.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო," - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ჟურნალისტებმა დეა მამისეიშვილმა და გიორგი გაბუნიამ "Facebook live"-ში პოლიტიკაზე ისაუბრეს და ბევრ თემას შეეხნენ.

ერთ-ერთი საკითხი იყო პოლიტიკოსები ოპოზიციიდან. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას კითხა გიორგი გაბუნიამ დეა მამისეიშვილს თუ - "რომელი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან, რომელიც გულით გინდა ხელისუფლებაში იყოს? მოსახლეობაში ფიქრობ რომ არის ვინმე ისეთი ვისაც სურს მელია იყოს ხელისუფლებაში?"

რაზეც დეამ უპასუხა, რომ "ოცნების საპირწონედ აუცილებლად მისცემდა ხმას ნიკა მელიას."

გიორგი გაბუნიამ კი უპასუხა: "ეს არის კატასტროფული პასუხისმგებლობა, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ გაუმკლავდება მელია. ახლა რომ არჩევნები იყოს და მელია წარედგინათ კანდიდატად მერობაზე, მე ხმას არ მივცემდი. მელია საქმეს ვერ გააკეთებს, წარმოდგენაც არ მინდა."

აღნიშნულ ვიდეოს გამოუხმაურა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა მელია: "გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა

ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს შეინარჩუნებდით მაინც."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×