
საფეხბურთო კლუბი „ოდიში“ ყოფილი ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტია დღეს, რომ ახალგაზრდები ნაადრევად გვტოვებენ - საფეხბურთო კლუბ "ოდიში 1919" ზუგდიდის ყოფილი ფეხბურთელის (მეკარის), მალხაზ (ბუბა) ეხვაიას მოულოდნელმა გარდაცვალებამ, თავზარი დასცა, ყველა მის ახლობელს და მეგობარს. ბუბა ეხვაია ჯერ მხოლოდ 27 წლის იყო... -ამ მოკლე დროში მან, ზუგდიდურ კლუბებში, ადრეული ასაკიდან ასპარეზობა მოასწრო ისე, რომ ხშირად ძირითად შემადგენლობაში ირჯებოდა.
ჩვენი კლუბის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, მალხაზ /ბუბა/ ეხვაიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ, მის ოჯახს, მეგრობრებს და ახლობლებს“, - აღნიშნულია სამძმრის წერილში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე