
მტკვარში დაღუპული უტა ელიავას მეუღლე, გვანცა გოროზია ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.
„ჩვენი სიყვარული უსასრულო იყო. უტა გაცნობის დღიდან სიგიჟემდე მიყვარდა. მის გარეშე წუთი, წამი არ შემეძლო. სადმე თუ წავიდოდა სულ ვურეკავდი და ვწერდი, სად ხარ მალე მოდი-თქო.
ახლა ვის მივწერო ვის დავურეკო. ახლა უსასრულოდ უნდა გელოდო? სიკვდილის აღარ მეშინია. იქ შენ მელოდები ჩემო ერთადერთო.
ვინც მოგისპო ცხოვრება იმან უნდა ისუნთქოს და შენ მიწაში უნდა იყო? ამაზე გამეცით პასუხი, უტი ენატრები შენს ორ ბიჭს სიგიჟემდე...“ - დაწერა გვანცა გოროზიამ.
ცნობისთვის, 14 მაისის ღამეს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ორი მგზავრის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე