რეზონანსი
29.05.2025

28 მაისს, გორის სტადიონზე, ფეხბურთის მიმდინარეობისას ტრიბუნაზე მყოფ ადამიანმა, რომელიც

აგრესიულობით გამოირჩეოდა, ნაკრების წევრს, ყოფილ კაპიტანს ჯაბა კანკავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დედა შეაგინა, რასაც საპასუხოდ ფეხბურთელების გაღიზიანება მოჰყვა.

თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა, მსაჯმა კი კანკავას წითელი ბარათი უჩვენა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „90 წუთი“ ავრცელებს:

„ის, რაც ამ საღამოს, გორში მოხდა, სრულიად სამარცხვინოა და სხვა შეფასება არ აქვს.

ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, ჯაბა კანკავა ამდენი წელი შენი ქვეყნის ნაკრების კაპიტანი იყო, ძალიან თავმდაბალი, მშვიდი, ღირსეული და პროფესიონალი.

იცი, რომ როცა მოედანზე დინამო თბილისია, ე.ი. აკადემიის 16-20 წლის ფეხბურთელების თამაშს უყურებ.

სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ბურთის თითოეულ მიღებაზე, ამ 16-20 წლის ბიჭებს დედას რომ აგინებ, რომლებიც, ასევე შენი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ და პროვოკაციულად, გააზრებულად აგინებ ჯაბა კანკავას, რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს და მისთვის ეს ყველაფერი ასჯერ მეტადაა

ემოციური, ადამიანობასთან პრობლემები გაქვს და სამწუხაროდ, ვერც სწორად ხარ აღზრდილი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×