
„იქ დაძაბული სიტუაცია იყო, რაღაც უნდა დამშვიდებულიყო, დაწყნარებულიყო, დიდი მღელვარება იყო. მე ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ“, - ასე გამოეხმაურა ანსამბლ „სუხიშვილების“ სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ფაქტს, რომელიც ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა.
26 მაისს, ფესტივალის მთავარ სცენაზე ჯგუფ „მწვანე ოთახის“ ერთ-ერთი სიმღერის შესრულების შემდგომ, ნინო სუხიშვილმა სცენიდან თქვა, რომ დასი იქ წარმოთქმულ ტექსტს ემიჯნება.
„ყველას გულს ვერ მოიგებ, რაც არ უნდა თქვა, ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. შეუძლებელია, რომ ყველას მოსწონდეს ის, რასაც აკეთებ ან რასაც ამბობ, ეს ბუნებრივია, მე ამაზე არასდროს არ მაქვს რეაქცია. სხვათა შორის, არც ილიკოს.
რომ გითხრათ, კომენტარს ვკითხულობ, ნამდვილად არ ვკითხულობ. ჩემს ფეისბუქ-გვერდს პერსონალურსაც, ჩემი სოცმედია მენეჯერები მართავენ.
მე შემიძლია მესიჯი წავიკითხო, მაგრამ ხშირად არ ვაკეთებ. იცით, რითი ვგრძნობ, რომ ჩემი ლანძღვა-გინების ტალღა ატყდა? ჩემი მეგობრები მირეკავენ და მაწყნარებენ ხოლმე - „კაი, არ ინერვიულო“, „ყურადღება არ მიაქციო“, აი, მაშინ ვხვდები, რომ რაღაც აგორდა, რაღაცა ხდება ჩემს თავს.
ძალიან რთულია როცა სცენაზე დგახარ, ათიათასობით ხალხის წინაშე და იმ წუთში რომ გაქვს რაღაც გადასაწყვეტი. ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა, იმ წუთას გრძნობ, რომ ეს უნდა გააკეთო, შეიძლება რთულია და ვერ დაალაგო, მაგრამ აზრს ხომ აწვდი, მე უფრო მეშინია, არ გავაკეთო და შემდეგ ვინანო, ვიდრე გავაკეთო და ვინანო“, - თქვა გადაცემაში "ვიკასთან ფილტრის გარეშე" ნინო სუხიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე