რეზონანსი
15.06.2025

ტრაგედია დატრიალდა გორში. 16 წლის მოზარდი, ლუკა დედანაშვილი მდინარე ლიახვში დაიხრჩო. მისი ცხედარი სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიასთან იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი მოულოდნელად მდინარემ გაიტაცა.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა. ამბობენ, რომ ბიჭი წმინდაწყლიდან არისო. არ ვიცი დეტალები, მხოლოდ ის გავიგე, რომ საცურაოდ ყოფილან წასულები მდინარე ლიახვზე. ახალდაბის ტერიტორიაზეა საცურაო ადგილი და იქიდან გაუტაცია მდინარეს ბავშვი. სად იპოვეს, ზუსტად არ ვიცი.

სამწუხაროდ, ამ ადგილას ორი წლის წინაც დატრიალდა ტრაგედია, მაშინაც დაიხრჩო ახალგაზრდა. ლიახვია და ბანაობენ ბავშვები მდინარეში..." - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, ლიახვი არ არის დიდი მდინარე.

"ლიახვი არ არის დიდი მდინარე, მაგრამ მასში ტრაქტორები ხშირად მუშაობენ, გადათხრილია და დიდი ორმოები გაკეთდა. არ ვიცი, რა გახდა ლუკას გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც პრობლემაა, ეს ორმოები ძალიან საშიშია, რომ იქ არ ჩავარდნენ ბავშვები", - ამბობს ის.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×