რეზონანსი
26.06.2025

ფრაზა, რომელიც წლების წინ ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა - „ამ ვიდით რამდენს ბედავ?!“, ყველას კარგა ახსოვს. ეს რეპლიკა მომღერალ ნინი ბადურაშვილს ეკუთვნის, რომელიც ერთ-ერთ კრიტიკულ კომენტარს პასუხობდა. მაშინ ეს პასუხი საზოგადოებამ ფრთიან ფრაზად აქცია, თუმცა მის ავტორს

საბოლოოდ ხალისის ნაცვლად სერიოზული უხერხულობა და ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.

"გადაცემა „კაცებში“ ვიყავი სტუმრად. ანონსი დაიდო, სადაც ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც არაფერს ვერჩი,

წერს არც ისე საშინელ კომენტარს, უარესები დაუწერიათ, არ ვიცი, რატომ ვეცი ამ გოგოს. ეტყობა, მთელი ბოღმა გადატყდა მასზე, რომელსაც დიდი არაფერი ცუდი არ დაუწერია. ერთადერთ გადაცემას ვუყურებდი და აქაც ბადურაშვილიაო, გულის რევის სმაილებით. მომაფიქრდა ეს ძალიან ცუდი ფრაზა. ცხადია, რომ არაფერს

ვერჩი ამ გოგონას. სანამ პოსტს დავაჭერდი, ვფიქრობდი. მე თვითონაც გამეცინა, მაგრამ საქმე რაშია იცით? ჩემს თავსაც ხშირად დავცინი და თუ ვინმე მეღადავება, არ მაქვს პრობლემა. ჩემს თავზე ბერვჯერ მიცინია და ვიფიქრე, რომ ამ გოგონასაც არ უნდა სწყენოდა ეს შავი იუმორი. 

ვიფიქრე, დავწერო თუ არ დავწერო-მეთქი და ჯანდაბას-მეთქი, დავაჭირე. არ ჩერდებოდა კომენტარები, ეს რა გააკეთაო. ოთხი დღე მაბურთავეს, იქიდან აქეთ და აქედან იქით. ის გოგოც შოკში ჩავარდა, აქეთ დამიცვა, გაანებეთ თავიო, „ფეისბუქი“ წაშალა, ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო“, - განაცხადა ბადურაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×