რეზონანსი
30.06.2025

თბილისში ღონისძიება „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართა, რომელიც პოეტ გელა დაიაურის ხელმძღვანელობით, უკვე მესამე წელია ტარდება. გელა დაიაური ინციდენტის შესახებ წერს, რომელიც გუშინდელ საღამოზე მოხდა.

„ვერ მოვითმენ და ალბათ აუცილებელია ვთქვა რამდენიმე სიტყვა წუხანდელი საღამოს," მთის საჩუქარი ბარს", ინციდენტების შესახებ და მათ გასაგონად, ვინც ამ საღამოს კულისებს მიღმა ღრეობდა და ჩხუბობდა.

იმედია, წაიკითხავენ ან გადასცემენ ახლობლები.

ხევსურ კაცს სიმთვრალე რომ შესტყობოდა, სირცხვილი იყო, სირცხვილი იყო აცეტება და წარაუგონთ საუბარი... მოვდივართ ბარში და რას ვაჩვენებთ ბარელებს? ვღრეობთ გალეშვამდე და მერე ვჩხუბობთ... სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ.

ამ ხმაურის და ინციდენტის გამო, შეიძლება, მომავალ წელს უარი გვითხრას მერიამ და ეს საღამო აღარასდროს ჩატარდეს...

მაპატიოს, იმ ნორმალურმა ნაწილმა, ვინც მოდის, ბოლომდე გულისყურით უსმენს მონაწილეებს და მაქსიმალურად ყურადღებით არიან საღამოს განმავლობაში... მათ დიდი მადლობა...

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მთის კაცი სიმთვრალეს არ დაიტყობდა, სირცხვილი იყო... მთის კაცი არ ცანცარებდა, უპატიურ სიტყვას არ იტყოდა და პირუტყვივით არ ღრიალებდა...

თუ ჩატარდა ეს საღამო კიდევ, ასეთ ადამიანებს ვთხოვ, ნუ მოვლენ ამ საღამოზე... არ გიცნობთ, არ მიცნობთ!!!

მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა... წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი...

P.S სირცხვილია“, - დაწერა გელა დაიაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×