
2014 წელს მომხდარმა ტრაგედიამ, პოეტ ოთო გურგენიშვილის სიცოცხლე შეიწირა. ის 8 ივნისს 32 წლის გახდებოდა. პოეტის დედა ნანა მათუზაშვილი ვაჟის გმირობის შესახებ საუბრობს:
„ჩემი შვილი გოგონასთან ერთად იდგა, გზაზე უნდა გადასულიყვნენ. ამ დროს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, იქიდან დედა-შვილი გადმოვიდა და გზის გადაკვეთას ცდილობდა. ოთომ დაინახა, რომ მათკენ მანქანა მიდიოდა დიდი სისწრაფით. სამართალდამცველებმაც დაადგინეს და მძღოლის ბრალეულობაც დამტკიცებულია. ოთომ ჯერ გოგონას ჰკრა ხელი, მერე ბავშვს, თვითონ კი გადასვლა ვერ მოასწრო და ოთომ უმძიმესი ტრავმები მიიღo. ის ცაში გაფრინდა, მე კი დამტოვა.
ჩემი შვილი საგლოვი არ არის, ჩემი შვილით სხვები ამაყობენ და მეც ასე გადავწყვიტე, მომცა მან უფლება, რომ მისით ვიამაყო", - განაცხადა "სარკეს" პოეტის დედამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე