რეზონანსი
07.07.2025

ქართველი ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს. როგორც მისი მეუღლე, სალი წვერავა სოციალურ ქსელში წერს, გიორგი დამაძინებლებით გააბრუეს.

როგორც იგი ჰყვება, ერთადერთი რაც საზოგადოებას თხოვა ეს იყო მორალური მხარდაჭერა, რომ როდესაც გიორგი ჩამოვიდოდა თავი მხნედ ეგრძნო.

„მე არანაირი თანხა მიხსენებია არსად, ერთადერთი თქვენ რაც გთხოვეთ ეს იყო მორალური მხარდაჭერა და სიტყვებით გამხნევება, რადგან მისთვის დიდი დანაკარგია ეს ნივთები, რომელსაც გაჰყვა მისი კადრები, რაც კი აქამდე ჰქონდა გადაღებული. მისთვის ეს მოგზაურობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რთულია ამ

ყველაფერთან გამკლავება, გუშინ მეც ძალიან ემოციურად ვიყავი. ადამიანი წავიდა თავისი ბავშვობის ოცნების ასახდენად და დაკარგა ყველაფერი“, – ამბობს სალი.

მისი თქმით, ფული ჩაურიცხა გიდს, რომელიც წინასწარ დაიქირავეს და გადაუხადეს თანხა, სწორედ გიდმა მიაქცია გიორგის ყურადღება და წაიყვანა სავადმყოფოში, ასევე გიდს სალიმ, ჩაურიცხა ფული, რომლითაც ტელეფონი იყიდა გიორგიმ და ისე წავიდა ამაზონის ჯუნგლებში გადასაღებად.

„გიორგი, რომ უკან დაბრუნდეს ყველა საბუთი მზად არის. ჩართულია ყველა ადამიანი, ასეთ შემთხვევაში არ მზადდება პასპორტი, მზადდება უკან დასაბრუნებელი საბუთი, რომელიც უკვე მზადაა“, – ამბობს ინფლუენსერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×