რეზონანსი
11.07.2025

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი ჯულია თოდუა მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი უეცრად  ცუდად გახდა,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში  დაიღუპა.

49 წლის ჯულია თოდუას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ.

"ორი წელია, რაც საბერძნეთში, ემიგრაციაში იმყოფებოდა. ცუდად გამხდარა, ნათესავისთვის დაურეკავს,  მიშველეო.

სამწუხაროდ, ჯულია საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა.

ორ დღეში შვილს ელოდებოდა სტუმრად, ახლა კი დედის გაყინულ ცხედარს მიასვენებენ სახლში”, - განუცხადა "გურია ნიუსს" მაია ბზგილავამ.

გურია ნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×