
გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ წერილს აქვეყნებს:
„მეგი აღარ არის“... ამ სიტყვების დღემდე არ მჯერა და მიჭირს გაანალიზება. თითქოს სადღაც უნდა იყოს ჩემი ოთახის კართან, რაღაცას უნდა მეუბნებოდეს ან მთხოვდეს, და მეც უნდა ვეთანხმებოდე ან ვუსრულებდე, გინდა თუ არა. მეგი იყო ყველაფერი ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე გულწრფელი მეგობარი, ჩემი სარკე, ჩემი ნახევარი.
რაღაცით ყოველთვის სხვანაირი იყო. მის თვალებში სითბოს დაინახავდით. იცოდა როგორ უნდა ყოფილიყო ყველასთან. მის ხმაში იყო სიმშვიდე, რომელიც გადამდებია. ყოველთვის ვჩხუბობდით, მაგრამ ეს ჩხუბი არ იყო სერიოზული, არამედ სიყვარულით. მას ჩემთვის მხოლოდ საუკეთესო უნდოდა.
ახლა კი ყველაფერმა სიცარიელე დაიმკვიდრა... ჯერ მხოლოდ 16 წლის ვარ, წინ ბევრი რამ მელოდება, მომავალში სკოლას ვამთავრებ, თუმცა შენ არ იქნები ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემს გვერდით მეგი... გპირდები, რომ პერანგზე შენი გაღიმებული ფოტოთი დავასრულებ სკოლას.
დაძინებამდე ყოველთვის გავიძახი "გთხოვ მეგი სიზმარში მოდი"... ერთხელ მოხვედი კიდეც და თვალს ვერ გაშორებდი ისევ ისეთი ლამაზი და მომღიმარე იყავი ჩემო ანგელოზო...
წახვედი და ჩვენი სულის ნაწილი თან წაიღე... არ ინერვიულო მეგი ჩვენ ისევ სამნი ვართ, სამი და, შენ, მე და ნაზი დედიკოს და მამიკოს სიცოცხლეები...
მიყვარხარ უკიდეგანოდ, მეგი… და ეს ყოველთვის ასე იქნება...
შემდეგ ცხოვრებაში, შევხვდებით და ისევ ბედნიერი ოჯახი ვიქნებით“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე