
რიკოთზე წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქი ავტომობილს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, ერთი კი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დაღუპულია 6 წლამდე ბავშვი.
ავარიის ფაქტზე პოლიციამ ბენზინმზიდის მანქანის მძღოლი დააკავა.
"დიდი ტრაგედია ტრიალებს. უკარგესი, ერთად შეკრული ოჯახი გაუბედურდა. 5 წლის არის უფროსი, მეორე, რომელიც დაიღუპა 4 წლის ხდებოდა, და პატარა 2 წლის არის. მეცოდება ეს ოჯახი ამ ტკივილისთვის. ვერაფერს ვამბობთ, დადუმებულები ვართ" - ჰყვებიან დაღუპული ბავშვის ოჯახის ახლობლები "ამბებთან".
ავარიის გამო რამდენიმე საათი რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო.
"ავტოავარიის ადგილიდან 16 წუთის სავალზე ვიდექით. უზარმაზარი საცობი იყო. როგორც გაირკვა, ბენზინის ცისტერნას მანქანას საბურავი გაუსკდა, მეორე მხარეს გადავიდა და "პრადოს" მარკის ავტომანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანით ოჯახი მგზავრობდა ოჯახი - მშობლები და 3 შვილი. როგორც პოლიციელმა თქვა, დაღუპულია ერთი ბავშვი, დანარჩენები კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს სახე აღარ ჰქონდა, მიჭყლიტა მანქანამ, ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო", - ამბობს ავარიის თვითმხილველი:
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე