რეზონანსი
14.07.2025

სოციალურ ქსელში მოულოდნელად გარდაცვლილ 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას მეგობრები და ნაცნობები ემშვიდობებიან. ბარბარე „ვიშლისთის“ პიარმენეჯერი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბარაბარეს ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა:

„რაღა უნდა ვთხოვო ღმერთს? ჯანმრთელობა? ჯანმრთელი იყო!!!

კარიერა? წარმატებული იყო ყველა მხრივ… ერთად ვისწავლეთ უნივერსიტეტში წლები, მერე მარკეტინგში წავიდა და უამრავ წარმატებას მიაღწია!!!  

და როცა  მკითხავენ რა უნდა ვთქვა იმის გარდა რომ არავინ ვიცით ხვალ ვის რა გველის...

მშვიდად განისვენე, ოდესმე ისევ შევხვდებით“, - დაწერა სალომე ქომეთიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×