რეზონანსი
14.07.2025

გუშინ, ქუთაისში მომხდარ ავარიას 19 წლის მიმი გიორგაძე და შაკო აფრამიძე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა.

არსებული ცნობებით, 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×