რეზონანსი
15.07.2025

მსახიობი ნინო მუმლაძე 27 წლის ბარბარე ბეჭვაიასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში წერს:

„პირველად რომ დამირეკა რონიზე ვიყავი ფეხმძიმედ... მომიყვანა "ვიშლისთში" და უამრავი ნივთი მაჩუქა...

მას მერე სამშობიაროდან დაწყებული, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე გვერდით გვედგა მე და რონის, არა მხოლოდ როგორც კომპანიის პიარი, არამედ როგორც ყურადღებიანი და უსაყვარლესი ადამიანი...

ასე დავახლოვდით, დავმეგობრდით... ბოლოს მის გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ვესაუბრე, ფოტოებით ვხედავ როგორ გაიზარდა რონი და რომ ჩამოვალ 1 დღე გამომიყვანე მინდა ვნახოო...

თან სულ იმას მეუბნებოდა, რომ გაიზრდება ხომ ეტყვი რომ ჩემ ხელშია გაზრდილიო... კი ვეტყვი, აუცილებლად ვეტყვი... იმასაც ვეტყვი როგორი ლამაზი იყავი პეპელასავით ხანმოკლე ცხოვრებით...

მშვიდობით ჩემო პატარა მეგობარო, ჩემი და უამრავი სხვა ადამიანის ცხოვრების მშვენიერო საჩუქარო...სულ მემახსოვრები, როგორც ლამაზი პეპელა, რომელიც ყველას ულამაზებდა ცხოვრებას" - წერს ნინო მუმლაძე.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ბარბარე ბეჭვაია სავარაუდოდ, ქორწილში ცეკვის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×