
ნატალია ბლიაძე, რომელსაც 7 წლის ასაკში ოსტეო სარკომა დაუდგინდა „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სხვა რაკურსში“ თავის ამბავს ჰყვება. ის ახლა 12 წლისაა.
„ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა, ოჯახში გოგო მარტო მე ვიყავი. დავდიოდი მუსიკაზე, ტანვარჯიშზე, ბალეტზე, ვიყავი ჩოხოსანი, ძალიან თბილად მახსოვს, როგორ ვხვდებოდი პატრიარქს.
ერთ დღეს ძალიან ამტკივდა ფეხი, დედაჩემი ძალიან მზრუნველია, ყოველთვის დავყავდი ექიმებთან, სულ მიფრთხილდებოდა.
შემდეგ ფეხს საერთოდ ვეღარ ვდგამდი, ვეღარ დავდიოდი და მიმიყვანეს თბილისში ექიმთან, სადაც დიაგნოზი – ოსტეო სარკომა დამისვეს. გადარჩენის შანსი 1% იყო.
ისრაელში ძალიან ბევრი ქიმიოთერაპია, 14 ოპერაცია ჩავიტარე. უფლის წყალობით, არ შემიძლია ვიწუწუნო, აქამდეც რომ მოვედი ძალიან მადლიერი ვარ.
დედა მასწავლიდა და მეუბნებოდა, ჩემზე მეტად უნდა გიყვარდეს ჩვენი სამშობლოო, მიწასთან ამბორი ჩემთვის იმ სურნელის მონატრება, ჩვენი წმინდა მიწის მონატრებაა.
სიმართლე გითხრათ, სიკვდილის არ მეშინოდა, რადგან ისეთ ასაკში ვიყავი, უფალს რომ გავეყვანე, გააზრებული ცოდვა არ მქონდა ჩადენილი, პატარა ვიყავი“, – ამბობს ნატალია ბლიაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე