
გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, ოთო დეკანიძე, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. ამიტომ ოჯახი მისი სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანას ითხოვდა. მათ შესაბამისი ფინანსური საშუალება არ გააჩნდათ.
"მშობელი ატირებულმა დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ შემთხვევის ადგილას მომუშავე კომპანია "ნექსტი" არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს - არ გაჩერებულან არც საავადმყოფოში, არ უკითხავთ, როგორია ბავშვის მდგომარეობა ან რისი გაკეთება შეუძლიათ.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია - ეს არის ჩვენი საერთო მორალური გამოცდა. გვმართებს, არ დავტოვოთ ისინი მარტო ამ სირთულეში", - აცხადებდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე