
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მეგობრები და ნათესავები მოულოდნელად გარდაცვლილ ქართველ მეზღვაურს, აჩი უსტიაშვილს ემშვიდობებიან. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, გულის შეტევა გახდა.
„იცით როგორი ბიჭი იყო აჩი? ყველგან სითბოსა და სიყვარულს რომ აფრქვევდა... მოღიმარი, მოციმციმე თვალებით ყველას შეაყვარა თავი. რამდენის გულები გაანადგურე და თან წაიღე... როგორ უნდა მოგინელონ შენმა მშობლებმა, მამიდებმა, მთელმა სანათესავომ, მეგობრებმა, ჩვენო მზეჭაბუკო.
როგორ უნდა ჩავხედოთ შენს დედიკოს თვალებში, შენს გაყინულ მამიკოსა და ძმას რა ვუთხრათ, რით ვანუგეშოთ?
გულიდან არ ამომდიხარ ჩვენო ბიჭო... გელოდებით შორეული ნაოსნობიდან, გულგახეთქილები“.
„ჩვენო აჩი, დაგვღუპე და გაგვანადგურე შვილო, გაუსაძლისი ტკივილი ხარ. აწი უშენოდ რა უნდა ვქნათ“, - წერენ სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე