რეზონანსი
02.08.2025

ახლობლები სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, მამუკა ხანთაძე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

„ახალგაზრდის სიკვდილი იგივეა, წელიწადის დროებიდან გაზაფხული ამოიღო! დიდი ტრაგედია დაატყდა სოფელს, ოჯახს... მოულოდნელად გარდაიცვალა კარგი ახალგაზრდა, საუკეთესო მეგობარი და ადამიანი, მამუკა ხანთაძე.

დიდი ტკივილი და სიცარიელე სუფევს სოფელში, უსაშველო და ამოუვსებელი სიცარიელე!.. ბზვანის წმინდა გიორგის ტაძრის მრევლი უერთდება ამ დიდ ტკივილს და სამძიმარს უცხადებს, ოჯახს და ახლობლებს.

უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდროს, მამუკა, და დაგამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×