რეზონანსი
04.08.2025

2025 წლის აგვისტოში იქნება რამდენიმე განსაკუთრებით ხელსაყრელი თარიღი, როცა ფინანსური წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი გვექნება.

25 აგვისტომდე სიყვარულისა და სიმდიდრის პლანეტა კირჩხიბის ნიშანს გაივლის. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდია. ბევრი ადამიანი მოულოდნელ ფინანსურ საჩუქარს, ბონუსს, დაწინაურებას, სამსახურებრივი თვალსაზრისით ახალ შეთავაზებებს მიიღებს.

25 აგვისტოს პლანეტა ვენერა ლომის ნიშანში გადავა. იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი პოტენციალს, ნიჭსა და შესაძლებლობებს მალავენ, ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი თავი სრულად გამოხატონ, საინტერესო ადამიანები გაიცნონ და აღიარება მოიპოვონ. მომატებულ ენერგიასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ. ეს კი ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. 

7 აგვისტოს პლანეტა მარსი, რომელიც მოტივაციასა და შემოსავლების მოზიდვაზეა პასუხისმგებელი, სასწორის ნიშანში გადავა. თვის განმავლობაში, მოტივაცია ნამდვილად არ მოგაკლდებათ. იგრძნობთ, რომ ცვლილებების დროა და ამ ცვლილებების გადადება აღარ შეიძლება...

9 აგვისტოს მერწყულის ნიშანში სავსე მთვარე იქნება. დროა, ფინანსურ სქემასა და აქამდე არსებულ წესებს გადახედოთ და პრიორიტეტები უკეთ განსაზღვროთ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ 12 აგვისტომდე რეტროგრადული მერკურის ენერგია ახდენს გავლენას. ამიტომაც, ჯობს, ფინანსური საკითხების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 12 აგვისტოს შემდეგ მიიღოთ. იქამდე კი დრო სხვადასხვა საკითხის დაგეგმვასა და მომზადებას დაუთმოთ.

12 აგვისტოს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენაა - პლანეტა ვენერა კირჩხიბის ნიშანში იუპიტერს უერთდება. ეს არის დღე, რომელიც თითოეულ ადამიანს დიდ ენერგიას, შთაგონებასა და მოტივაციას აძლევს, რომ დასახული მიზნების განხორციელება შეძლონ.

ზოგადად, ზაფხულის ბოლო თვე არაერთი ხელსაყრელი შეთავაზებით იქნება სავსე. მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და პასუხისმგებლობის აღება შეძლოთ. წინ ბევრი საინტერესო დღე გელით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×