რეზონანსი
07.08.2025

რამდენიმე დღის წინ ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის   სოფელ წყალწმინდაში. დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა.

როგორც ირკვევა, ბიჭი მატარებლის ვაგონზე ფოტოს გადასაღებად აძვრა, რა დროსაც სასიკვდილო ელექტროტრავმა მიიღო.

„გარდაცვალების მიზეზი არის მაღალი ძაბვა, მატარებლის ვაგონზე აძვრა ზემოთ და თავის მეგობრებს სთხოვა სურათი გადაეღოთ მისთვის. ხელები მაღლა ასწია, რა წამსაც მიიზიდა დენმა“, - ამბობს ადგილობრივი.

წყარო: digest.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×