
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ქარელის მერის წარმომადგენლის ძმაა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა, რომელიც უკვე დააკავეს, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე გადაყვანილია კლინიკაში.
"ამბების" ინფორმაციით, ზურა იმერლიშვილი სიდედრის ორმოცზე იმყოფებოდა, როცა შემთხვევა მოხდა.
ბებნისელები ჰყვებიან, რომ იმერლიშვილი 8 წლის განმავლობაში საფრანგეთში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და ახლა სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ პირს, თანასოფლელები ადასტურებენ, რომ ის ალკოჰოლის მიღების შემდეგ აგრესიული ხდებოდა ადამიანების მიმართ.
"ზურა 8 წელი საფრანგეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სიდედრის ორმოცისთვის ჩამოვიდა. ორმოცზე იმყოფებოდა თავისი თანასოფლელიც, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა. ამ ადამიანს ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ აგრესიას ავლენდა ადამიანების მიმართ. აუხირდა ზურას. შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა და მერე პოლიციას სროლა აუტეხა" - ჰყვებიან ბებნისელები.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე