რეზონანსი
08.08.2025

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბებ­ნის­ში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ქა­რე­ლის მე­რის წარ­მო­მად­გენ­ლის ძმაა. და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა, რომელიც უკვე დააკავეს, შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გილ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც დაჭ­რი­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი. ერთ-ერთ მათ­განს ად­გილ­ზე გა­ე­წია სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ხოლო მე­ო­რე გა­დაყ­ვა­ნი­ლია კლი­ნი­კა­ში.

"ამბების" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზურა იმერ­ლიშ­ვი­ლი სი­დედ­რის ორ­მოც­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა შემ­თხვე­ვა მოხ­და.

ბებ­ნი­სე­ლე­ბი ჰყ­ვე­ბი­ან, რომ იმერ­ლიშ­ვი­ლი 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ახლა სი­დედ­რის ორ­მო­ცის­თვის ჩა­მო­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პირს, თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ადასტურებენ, რომ ის ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

"ზურა 8 წელი საფ­რან­გეთ­ში ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. სი­დედ­რის ორ­მო­ცის­თვის ჩა­მო­ვი­და. ორ­მოც­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და თა­ვი­სი თა­ნა­სოფ­ლე­ლიც, რო­მელ­მაც მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა. ამ ადა­მი­ანს ძა­ლი­ან ცუდი სიმ­თვრა­ლე აქვს. ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ აგ­რე­სი­ას ავ­ლენ­და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. აუ­ხირ­და ზუ­რას. შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლა და მერე პოლიციას სროლა აუტეხა" - ჰყ­ვე­ბი­ან ბებ­ნი­სე­ლე­ბი.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×