
ია ფარულავა ჭავჭავაძის 5 ნომერში ამ ეტაპზე არ ცხოვრობს. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში საგანგებოდ ისაუბრა. როგორც მან თქვს, „ტყუილია ჭორი, რომ თითქოს ბინა იმიტომ დატოვა, რომ თავი დაიზღვიოს თვალთვალისგან“.
„ქართულ სპეცსამსახურებში ჭორი დაირხა, უფრო სწორედ მუსირებს აზრი, რომ მე ჭავჭავაძის ხუთი ნომერი დავტოვე და უცნობ ლოკაციაზე იმიტომ გადავედი, (ვითომ მაგარი უცნობი ლოკაციაა) რომ თავი დავიზღვიო თვალთვალისგან და მოსმენისგან.
თუ თვალთვალი და მოსმენა უნდათ, რა პრობლემაა. ან რა მაქვს დასამალი, ყველაფერს ინსტაგრამსთორებში ვამბობ. ალბათ გაინტერესებთ სინადვილეში რატომ გადმოვედი. მე და ციცოს მოგვივიდა სერიოზული ჯახი, კონფლიქტი და იმ შენობაში ცხოვრება ამ ეტაპზე არ მინდა“, – ამბობს ია ფარულავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე