რეზონანსი
09.08.2025

მოქალაქე გიორგი ფარჯიანი სოციალურ ქსელში გველის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ქვეწარმავალი დაბმულია.

"რა სახეობაა? სვანეთში 2000+ მეტრზე ალპურ ზონაში იყო. საკმაოდ აგრესიული. თვითონ კარგადაა, ცოცხალია, გავუშვით" - წერს გიორგი ფარჯიანი.

ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"მხოლოდ სვანეთში თუ ნახავთ დაბმულ გველს...

სვანმა თოკი გამოაბა შხამიან გველს და ის უკვირს, საკმაოდ აგრესიული იყოო. რას არ ნახავს ადამიანი, დაბმული გველი გინახავთ?

რითი გამოხატა აგრესია? რომ აბამდი, იგინებოდა?

ცოტა მსხვილი ჩააბი, რომ არ გაწყვიტოს...

სტუმრიანობა თუ არ გიყვართ, ეზოს კარებთან დააბით და წარწერა გააკეთეთ "ეზოში ავი გველია"...

დაბმული გველიც ვნახე...“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×