რეზონანსი
10.08.2025

ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ლიკა შენ­გე­ლია ტე­ლე­წამ­ყვან სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და რო­გორც “ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა მას ჩა­ქუ­ჩით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

შენგელიას თქმით, მას შემ­დეგ, რაც ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ “ხე­ლე­ბი გა­და­უგ­რი­ხა“ და ტე­ლე­ფო­ნის წარ­თმე­ვას ცდი­ლობ­და. მოდელი აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, სა­დაც მისი თქმით, ჩა­ქუ­ჩის დარ­ტყმის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს.

“ამ სუ­რა­თებს უგ­ზავ­ნი­და ნაც­ნო­ბებს და და­ცინ­ვით და სი­ა­მა­ყით ეუბ­ნე­ბო­და: ნა­ხეთ რა მა­გა­რი ვარ, რა დღე­ში ჩა­ვაგ­დეო… არ ვიცი, თქვენ­ზე რო­გორ, მაგ­რამ ჩემ­ზე იმოქ­მე­და ამ სუ­რა­თის ნახ­ვამ, სა­დაც ნა­ხევ­რად მკვდა­რი გულ­წა­სუ­ლი ვარ, იმი­ტომ რომ ეს მო­მენ­ტი ამო­ვარ­დნი­ლი მქონ­და თავ­ში ჩა­ქუ­ჩის ჩარ­ტყმის შე­დე­გად…

პირ­ველ სუ­რათ­ში ჩანს, რომ ორი­ვე მეს­ხმის თავს. ქალ­ბა­ტონ­მა რა­ღაც ბლაგ­ვი ჩა­მარ­ტყა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩა­ქუ­ჩი რად­გან ხელ­ში ეჭი­რა. და­ვი­ნა­ხე სა­ნამ მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯდე­ბო­დი. მისი მე­უღ­ლე ხელს მიგ­რეხს რათა წა­მარ­თვან ტე­ლე­ფო­ნი, რომ პატ­რულ­ში არ დავრე­კო…

მე­ო­რე სუ­რათ­ში გულ­წა­სუ­ლი ვარ და მე­სა­მე­ში ხალ­ხი ჩანს. ალ­ბათ შე­ე­შინ­დათ. ამათ ეგო­ნათ მოვ­კვდი და მათი გუნ­დის წევ­რე­ბი და­ი­სი­ეს. ნუ ფო­ტოგ­რა­ფის გარ­და...

გა­და­ვე­დით ახლა ისევ აღ­შფო­თე­ბულ და შე­უ­რა­ცხყო­ფილ ქალ­ბა­ტონ­ზე, რო­მელ­საც თურ­მე ქმარს არ­თმე­ვენ და ოჯა­ხის სიწ­მინ­დეს უნ­გრე­ვენ. ქმარს, რო­მელ­მაც წინა დღეს და­მი­რე­კა “მე­სენ­ჯე­რით“ ძა­ლი­ან ნას­ვამ­მა და მე­ო­რე დღეს მო­ვარ­და ჩემს სახ­ლთან სა­დაც ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვნა­ხე “ლა­ივ­ში“, გარ­და იმი­სა რომ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მარ­ჯო­ბით მივ­სალ­მე­ბი­ვარ!!!

ქმარს არ­თმე­ვენ თურ­მე შე­უ­რა­ცხყო­ფილ დე­და­კაცს, რო­მე­ლიც დღემ­დე მისი ქმრის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თან და­დის და ვისი ცო­ლიც მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია… ქმარს, რომ­ლის მე­ო­რე მე­გო­ბარ­თან ორწლი­ა­ნი რო­მა­ნი ჰქონ­და და როცა ამ ბიჭს ამო­უ­ვი­და ყელ­ში და­შორ­და და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­ი­ჩი­ნა ჩემი მე­გო­ბა­რი გოგო, ეს წმინ­და ოჯა­ხის ქმრი­ა­ნი დე­და­კა­ცი მი­უ­ვარ­და სახ­ლში ამ გო­გოს, თავი და­ა­ნე­ბე ჩემს კაც­სო.

თავ­დას­ხმის დროს გა­მო­ვი­ძა­ხე პატ­რუ­ლი, და­ვა­ფიქ­სი­რე სა­ხე­ლიც ვინც და­მეს­ხა თავს, მაგ­რამ მერე შე­ში­ნე­ბუ­ლებ­მა და­ი­წყეს პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა - ჩემს ქმარს პი­რო­ბი­თი აქვს, და­ი­ჭე­რე­ნო და არ და­ვა­ჭე­რი­ნე, გავ­ჩერ­დი.

სტატუსები გინდოდა ქალბატონო? მიირთვი 

ჩემი შერცხვენა გინდოდა? პირიქით! ვამაყობ ჩემით რომ გაგიძელი! რომ მოგერიე და რომ საბოლოოთაც დაგამარცხებ და გაგანადგურებ!!! თუ კანონის ძალით ვერ შევძლებ და ვინმე ხელს შემიშლის მაშინ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გასამართლდები! შევეწირები მაგრამ პასუხს მაინც გაგებინებ!!! თუმცა უკვე ბედნიერი ვარ როგორც ხარ!!! ჯერ სად ხარ!!! მისამართი შეგეშალა და მგონი უკვე მიხვდი!!!" - წერა ლიკა შენგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×