
ამბავი ხუთი დღის წინ დაიწყო, როდესაც კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელ ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. იმავე დღეს სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა იმ ქალებზე, რომლებიც ოჯახებს ანგრევდნენ, თუმცა ლიკა შენგელია არ უხსენებია.
ამის შემდეგ ცალკე სტატუსი გამოაქვეყნა ლიკა შენგელიამ, სადაც წერდა, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად გაუსწორდა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. პოსტს თან ახლდა ფოტომასალა, თუმცა არც შენგელიას უხსენებია გოგიაშვილის სახელი. მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დისკუსიაში ღიად დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები.
კონფლიქტის საჯარო განხილვის შემდეგ სალომე გოგიაშვილმა ვრცელი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მომხდარზე ისაუბრა. ის ლიკა შენგელიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.
სალომე გოგიაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ, ლიკა შენგელიამ კიდევ ერთი ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის თავის პოზიციას ახსნა და აღნიშნა, რომ თავიდან არავის დაჭერა და დასჯა არ უნდოდა, თუმცა ახლა ნანობს, რომ სასამართლოსთვის საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.
სალომე გოგიაშვილი და ვახო ნიკოლაიშვილი 14 წლის წინ დაქორწინდნენ. ეს სალომესთვის მესამე, ვახოსთვის კი მეორე ქორწინება იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ, თუმცა ორივეს ორი შვილი ჰყავს წინა ქორწინებებიდან. ვიდეოში სალომე მადლობას უხდის ორი არაჩვეულებრივი შვილის გამო, თუმცა გაგრძელდება თუ არა მათი თანაცხოვრება, ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს. ვახო ნიკოლაიშვილი ბიზნესმენია.
ლიკა შენგელია ხუთი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი, ხოლო მეორე ქორწინებაში სამი ვაჟი შეეძინა. მისი პირველი მეუღლე იყო კალათბურთის მწვრთნელი არჩილ ჟღენტი, მეორე კი შპს "კავკასუს კონსტრაქშენ გრუპის" დირექტორი ბიძინა ჯიხვაძე, რომელსაც ოთხი წლის წინ დაშორდა.
ამ დრომდე გაურკვეველია დაიწყო თუ არა გამოძიება ლიკა შენგელიას საჯარო განცხადებაზე.
წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე