რეზონანსი
15.08.2025

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობისთვის 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა თვითდაზიანება მიიყენა და იგი ბადრაგის თანხლებით ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, ჩაუტარდა შესაბამისი ღონისძიებები.

„ზუსტად ვერ დავაკონკრეტებ, რა დროს მიიყენა ქალმა თვითდაზიანება, თუმცა გადარჩა", - ამბობს წყარო.

რაც შეეხება მოკლულ ნათია აფხაზავას, იგი 2 დღეში გერმანიაში ბრუნდებოდა, სადაც ქმართან და 2 შვილთან ცხოვრობდა.

ნათია აფხაზავა გერმანიიდან ბევრს ეხმარებოდა და დასაქმებაშიც უწყობდა ხელს.

„შტუდგარტთან ახლოს, გარეუბანში, იქ საკუთარი 3-სართულიანი სახლი აქვს, თავისიანები ყველა თან წაიყვანა და ცხოვრება აუწყო. ყველანი კარგად მოაწყო ნათიამ", - ჰყვება წყარო.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×