
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს ოთარ ქათამაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მეგობრები სოციალურ ქსელში ოთარ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერენ და საზოგადოებას მის გადასარჩენად გაერთიანებას სთხოვენ.
"ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი, ოთარ ქათამაძე, მოულოდნელად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა — ანევრიზმის გასკდომის შემდეგ უგონოდ გადაიყვანეს ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებს მოუწიათ რამდენიმე ურთულესი ოპერაციის ერთდროულად ჩატარება.
დღესდღეობით ოთია რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ რაც მთავარია ექიმები იმედიან პროგნოზს გვაძლევენ და ჩვენ ვიცით, ოთია აუცილებლად გამოჯანმრთელდება და მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს!
ამ გამარჯვებამდე კი წინ არის ხანგრძლივი და ძვირადღირებული რეაბილიტაციის გზა. სწორედ ახლა სჭირდება მას ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.
ოთია — ნიჭიერი დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი და სამაგალითო მოქალაქეა. მოდით, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ, რომ მან ეს ბრძოლა აუცილებლად მოიგოს!!!
ანგარიშის ნომრები:
#GE37TB7251245064300006
#GE36BG0000000525985281
მიმღები - ანა დეისაძე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე