რეზონანსი
18.08.2025

კომპანია „მათე მოტორსის” მფლობელმა, ბიზნესმენმა გელა ბარკალაიამ რძალი თავისი მშობლებისა და ბების საფლავებზე დანიშნა. „მათესა და სალომეს ნიშნობა დედის საფლავზე, 25 წლის შემდეგ“, – დაწერა გელა ბარკალაიამ და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღბეჭდილია ნიშნობა. საფლავებამდე წითელი ხალიჩა იყო დაგებული და სასაფლაოც წითელი დეკორაციებით იყო მორთული.

"თუ ვინმეს ჩვენი წარმატება გაუხარდებოდა, არიან ეს ადამიანები. არ არის მარტივი, რისი თქმაც მინდა. მთელი ჩემი ცხოვრება მათეს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს დავუკავშირე. სალომეს მინდა ვუთხრა, რომ იმედია ჩემი ხვალინდელი დღისა…

 ეს საფლავი არის ჩვენი წინაპრების და თუ ვინმეს დღეს გაუხარდებოდა, მათე, შენი შეუღლება, შენი წარმატება, იცოდე, ეს ადამიანები არიან. მე გადავწყვიტე, ჩემი რძლისთვის აქ გადამეხადა ბეჭდის გადაცემის დღე. მათემ ინგლისში გადასცა, მე გადავცემ იქ, სადაც დავიბადე, სენაკში – დედაჩემის, მამაჩემის და ჩემი გამზრდელი ბებიის წინაშე…" – ამბობს გელა ბარკალაია ვიდეოში და თავისი შვილის რჩეულს ოქროს სამკაულებსა და ოჯახის ძვირფას ნივთებს გადასცემს. მან რძალს ასევე აჩუქა ავტომობილი „პორშე“, რომელიც ასევე საფლავების წინ ეყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×