რეზონანსი
19.08.2025

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

„ზაფხულის მიწურულს, ამინდი სულ უფრო და უფრო ემსგავსება შემოდგომის დასაწყისს, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ბოლო წლებში სექტემბერი აგვისტოს მსგავსია. მომდევნო თვის ამინდის ანალიზზე შემდეგ დღეებში ვისაუბრებ, მანამ კი გეტყვით, რომ - მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი არასტაბილური იქნება, ხვალ და ზეგ მოიღრუბლება დროდადრო და ზოგან მცირე წვიმაა შესაძლებელი, 21 აგვისტოს კი მთელს ქვეყანაში გაავდრდება და იწვიმებს.

22 აგვისტოდან - ცხელი და მზიანი ამინდი კვლავ დაბრუნდება, თუმცა ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება და მთაშიც თამამად შეგიძლიათ დაისვენოთ.

ფერიცვალებას გილოცავთ!“, - წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×