რეზონანსი
19.08.2025

საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 42 წლის ჯაბა გულიაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენიდან იყო და წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

გარდაცვლილს საქართველოში შაბათს, 23 აგვისტოს ჩამოასვენებენ.

ცხედრის გადმოსვენების საკითხებში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჯაბა გულიაშვილს მის მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×