რეზონანსი
22.08.2025

რაჭაში ნათესავებმა ნათესავი შეშის ნაჭრით მოკლეს. შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ნათესავების ოჯახში საქეიფოდ იმყოფებოდა, სადაც სუფრასთან მყოფ პირებს შორის კონფლიქტი მოხდა.

ორმა პირმა მამაკაცს თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა, შემდეგ სისხლი მობანა და ქუჩაში გადააგდო.

მამაკაცი საქართველოში ერთი წლის წინ რუსეთიდან დაბრუნდა და მკვლელობის სავარაუდო ჩამდენებთან მეგობრობულ ურთიერთობაში იმყოფებოდა.

მკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×