რეზონანსი
24.08.2025

საჩხერეში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ კორბოულში ავტომობილი ავტობუსის გაჩერებასთან შევარდა, სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები. მანქანა რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, მათ შორის 18 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე ახალგაზრდა კი სხვადასხვა დაზიანებით

საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი დაკავებულია. 

გარდაცვლილი მარიამ შუბითიძეა. როგორც სოციალურ ქსელში ახლობლები წერენ, მარიამმა წელს

სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა.

„მარი, ჩემო ანგელოზო. იცი, როგორ მინდა ახლა ცოცხალი იყო? მინდა გავიღვიძო და მითხრან, რომ ეს ყველაფერი სიზმარია და შენ ისევ ცოცხალი ხარ. უზომოდ მტკივა გული. ასე პატარა და სიცოცხლით სავსე ადამიანთან რა უნდოდა სიკვდილს? სიკვდილს რა უნდოდა შენთან, ჩემო მარიამ?

ჩემს გულში სამუდამოდ იქნება შენი ადგილი, ჩემო გოგო. მუდამ მემახსოვრება შენი ლამაზი ღიმილი, შენი სიხარულით სავსე თვალები და ის სითბო, რასაც ყველას უზიარებდი. შენს თითოეულ სიტყვას, შენს სიცილს და ჩახუტებას ვერასდროს დავივიწყებ.

ვაიმე ვერაფერს ვერ ვუყრი თავს რა დავწერო, რით ვანუგეშო შენი მშობლები მარი. რატომ უნდა მომხდარიყო ასე, შენ ხომ ახლა იწყებდი ცხოვრებას, სტუდენტობას. ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს ჩემო ანგელოზო", - წერს ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×