რეზონანსი
25.08.2025

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნუკი კოშკელიშვილის ბრენდს „ნუკი კოსმეტიკს", კერძოდ ვიტამინების დანამატს აკრიტიკებს.

„ არ არის რეკომენდებული. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნუკის მიმართ მხოლოდ სიმპათია და პატივისცემა მაქვს - ძალიან სასიამოვნო ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ. ეს განცხადება არ ეხება მის პიროვნებას და არც მის სუნამოების ხაზს, რომელიც, ვფიქრობ, შეიძლება მართლაც მაღალი ხარისხის იყოს და შესაბამისი სპეციალისტების შეფასებას საჭიროებს. საუბარი ეხება მხოლოდ მის ვებსაიტზე წარმოდგენილ საკვებ დანამატებს.

ამ ეტაპზე „VITANUKI Beauty Vitamin Blend" არ აკმაყოფილებს აუცილებელ კრიტერიუმებს და სტანდარტებს, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ არ არის რეკომენდებული. ვიმედოვნებ, რომ მომავალში პროდუქტის ფორმულა და დოკუმენტაცია დაიხვეწება, რაც საშუალებას მოგვცემს, იგი გადავიდეს რეკომენდებული დანამატების კატეგორიაში", - წერს გიორგი ფხაკაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×