რეზონანსი
28.08.2025

თიკა ჯამბურია, რომელმაც ვერაზე საკუთარი კაფე გახსნა, არსებულ პრობლემაზე საუბრობს. მომღერალი  აღნიშნავს, რომ მისი კაფეს მიმდებარედ არსებული კაფეები, რომლებიც რუსებისა და უკრაინელების მფლობელობაშია, მისი კაფესგან განსხვავებით ხალხით გადავსებულია. თიკა ჯამბურია კითხულობს, რატომ არ უჭერენ მხარს ქართველები ერთმანეთს.

„ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ახლა გავიხედე, გამოვიხედე და ვერაზე, იქ, სადაც ჩემი კაფეა, მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ აქვთ რუსებს და უკრაინელებს კაფეები, ყველა არის გადატენილი, ოღონდ მარტო რუსებით და უკრაინელებით არა, ქართველებიც მარტო იმ კაფეებში სხედან, მე მომიწია დამეკეტა 1 თვით რომ უკეთესი მუშაობა მქონოდა სექტემბრიდან. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე? რატომ არ „ვასაფორთებთ“ ქართველები ერთმანეთს და რატომ დავდივართ რუსების და უკრაინელების კაფეებში?“ - აღნიშნავს თიკა ჯამბურია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×