რეზონანსი
01.09.2025

ლაგოდეხში ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. 61 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში და სხეულის მრავლობითი დაზიანებით, გუშინ ჯერ „არქიმედეს“ კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში შოროქანის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, მსუბუქ მანქანაში მყოფმა დედა-შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა დედა კი - დღეს დილით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×