
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, რომელიც მეუღლეს, გიორგი კორახაშვილს მიუძღვნა. გაჩნდა ეჭვი, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ ის მორალურად სულ მის გვერდითაა და ყველაფერში ეხმარება.
„ბოლო დროს, ცოტა რთული პერიოდი მქონდა და გიორგი გვერდით დამიდგა. მე რომ ამ ახალ საქმეზე ვყოყმანობდი, როგორც თავის დროზე სიმღერის დროს, ვერ ვბედავდი საჯაროდ გამეტანა, გიორგიმ მითხრა, რომ უნდა გააკეთოო და თვითრწმენა ჩამიდო.
მე და გიორგის არც გვიჩხუბია, კონფლიქტიც არ გვქონია, არც საჯარო დაშორება გვქონია... არ მინდა ამაზე აპელირება გავაკეთო, არც დაშორებულები ვართ, უბრალოდ, დიდი ხანია, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ.
ის სტატუსი რას ნიშნავდა, ამას ჩემთვის დავიტოვებ. ძალიან პირადია და არ მინდა, გავქექო და გამოვქექო ჩემი პირადი ცხოვრება. თუმცა, გეტყვით, რომ გიორგი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემს მეგობრად და ყველაზე ახლო ადამიანად დარჩება", - განაცხადა ნინო ჩხიძემ.
წყარო: პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე