
საზარელი დანაშაული 25 სექტემბერს, კასპში მოხდა. თათია ლომინაძეს ყოფილი ქმარი დაესხა თავს, ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, მერე აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა. ქალმა უმძიმესი დამწვრობა მიიღო და ახლა ის ხეჩინაშვილის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის.
თათიას ახლა ფინანსური დახმარება ესაჭიროება. მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი GE84BG0000000610433102
ლიბერთი ბანკი GE57LB0711111166893000
მიმღები დედა, ირმა ამნიაშვილი.
შეგახსენებთ მომხდარზე დაკავებულია ზურაბ ბურდული. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე