რეზონანსი
30.09.2025

ამ დრომ­დე მძი­მეა ყო­ფი­ლი ქმრის მიერ დამ­წვა­რი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის თა­თია ლო­მი­ნა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. და­ნა­შა­უ­ლი კას­პში, ე.წ. მი­რი­ა­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 26 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ზუ­რაბ ბურ­დულ­მა ყო­ფილ ცოლს, თა­თია ლო­მი­ნა­ძეს ჯერ და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დის არე­ში, შემ­დეგ სა­ხე­ზე ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ას­ხა და ბო­ლოს აა­ლე­ბუ­ლი ბოთ­ლი ეს­რო­ლა და ასე წა­უ­კი­და ცე­ცხლი.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლწა­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დახ­მა­რე­ბა მე­ზობ­ლებ­მა სცა­დეს და ცე­ცხლი ჩა­აქ­რეს, თუმ­ცა ქალ­მა უმ­ძი­მე­სი დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო და ახლა ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში სიკ­ვდილს ებ­რძვის.

ზუ­რაბ ბურ­დულს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, საქ­მე­ში დევს მისი ჩვე­ნე­ბა, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად აღი­ა­რებს მკვლე­ლო­ბას. პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს შე­რი­გე­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად სთხოვ­და, „უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი გა­ნიზ­რა­ხა მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ვლა".

რო­გორც ირ­კვე­ვა, დამ­ნა­შა­ვე ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვია, მას ამ­ჟა­მად შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ჰქონ­და გა­მო­წე­რი­ლი.

"რომ იცო­დეთ თა­თი­ას და დე­და­მისს მა­ნამ­დე რა აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი, ჩემ­სა­ვით სიბ­რა­ზის და უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბა გა­გი­ას­მაგ­დე­ბო­დათ. რო­დე­საც თა­თია პა­ტა­რა იყო, დე­და­მის­მა ორი შვი­ლი და ქმა­რი ერთ დღეს და­კარ­გა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში. ორი ტყუ­პი და და მათი მამა ერთ დღეს დაკ­რძა­ლეს. ირმა დე­ი­დას ყო­ველ ღამე ტყუ­პე­ბის საფ­ლავ­ზე პო­უ­ლობ­დნენ. ასეთ ტრა­გე­დი­ა­ში და სიმ­წა­რე­ში გა­ი­ზარ­და თა­თია, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბას აჯო­ბა და და­მო­უ­კი­დე­ბელ, ძლი­ერ გო­გოდ იქცა. დე­და­მისს ცხოვ­რე­ბამ ეს ერთი შვი­ლი შე­ურ­ჩი­ნა და ახლა იმ მა­ნი­ა­კის გამო, ამ ერ­თა­დერთ შვილ­საც კარ­გავს. მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი კი­დევ არ­სე­ბობს!

მან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­ცხლოს დე­და­მი­სის და თა­ვი­სი შვი­ლის გამო! ცხოვ­რე­ბას უფ­ლე­ბა არ აქვს ირმა დე­ი­დას ერ­თა­დერ­თი გა­დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რიც წა­არ­თვას. რომ იცო­დეთ ამ ქალს რისი გა­და­ტა­ნა მო­უ­წია... ერთ-ერთ ტყუ­პის­ცალს, თა­მუ­ნას 8 წლის ასაკ­ში ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და. დე­და­მი­სი წლე­ბი იბ­რძო­და შვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად! ყო­ველ დი­ლით შვი­ლის და­კარ­გვის ში­შით იღ­ვი­ძებ­და. ლე­ი­კე­მი­ას აჯო­ბეს... თუმ­ცა ბე­დის ირო­ნი­ით, ლე­ი­კე­მი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი თა­მუ­ნა და მისი ტყუ­პის­ცა­ლი მა­მა­მის­თან ერ­თად, ერთ დღეს და­ი­ღუპ­ნენ ავა­რი­ით. მათი ამ­ბა­ვი ჩემი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე მწა­რე ტრა­გე­დი­აა! ახლა ვი­საც რა შე­უძ­ლია ამ გამ­წა­რე­ბულ ქალს იმ ერ­თა­დერ­თი შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში უნდა და­ვეხ­მა­როთ! როცა გა­დარ­ჩე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად გა­დარ­ჩე­ბა, მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას კი­დევ ათა­სი რამ და­ჭირ­დე­ბა. თუ სად­მე სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობს ის მა­ნი­ა­კი ცი­ხი­დან არას­დროს უნდა გა­მო­ვი­დეს, სა­კუ­თა­რი შვი­ლის დედა ასე გა­ი­მე­ტა და სხვას რა­ღას უზამს ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ", - წერს თა­თი­ას ერთ-ერთი მე­ზო­ბე­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×