რეზონანსი
01.10.2025

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ჭუბერში მომხდარ ტრაგედიას ეხმარეურება:

"სიმართლე ჭუბერში მომხდარ ტრაგედიაზე...

უკვე მერამდენე შემთხვევაა გზის ამ მონაკვეთზე, ვინ მოთვლის. ეს არ არის მხოლოდ ტრაგედია, ეს დიდი გულგრილობის შედეგია.

კონკრეტულად ეს მონაკვეთი, საგერგილი-ჭუბერის გზაზე, საგერგილის ხიდიდან დაწყებული, პლუს ასი მეტრი არის, პირდაპირი მნიშვნელობით, სიკვდილის გზა, სადაც მანქანისთვის გვერდის აქცევისსას/გზის დათმობისას კი არა, მარტოც კი ვერ გაივლი ისე, რომ ორი საბურავით მაინც ბეწვის ხიდზე არ გაიარო:

ვიწროა, ერთ მხარეს კლდეა, მეორე მხარეს გადასავარდნი და ქვემოთ ენგური ღრიალებს…

და მით უმეტეს, ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა მზეო და ლევანი გზას უთმობდნენ ხე-ტყით დატვირთულ უზარმაზარ მანქანას!!!

არ დამთავრდა ხე-ტყის გატანა და უკანონო ჭრა, არც ამ გზას დაადგა საშველი იმის მიუხედავად, რომ ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა გზა საერთოდ გადაკეტეს და მის შეკეთებას ითხოვდნენ…

არ შემომიხტეთ აქ, ადგილობრივმა სვანებმა დაწერონ, თუ რამეს ვაჭარბებ", - ლაშა ბერულავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×