
კახეთში ქმარმა დანით ცოლი მოკლა. შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან დანაშაულის მსხვერპლის ახლობლები:
“მინდა საბოლოოდ პატივი მივაგო შენს ხსოვნას, თამრი, ძალიან კარგო მეზობელო და მეგობარო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ. მაშინ მოგისპო სიცოცხლე არაადამიანმა, როდესაც მოხვედი ცხოვრების ხასიათზე. მსუბუქი ყოფილიყოს მძიმე მიწა შენთვის, ჩვენო საყვარელო. მშვიდობით, თამრო. რა უბედურ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული, რომ არასდროს გაგიხარია და ახლა, როცა ყველაზე მეტად გიხაროდა სიცოცხლე, ახლა მოგისწრაფეს ეს უბედური სიცოცხლე, თან გამოგყოლია ეგ ბეხრეწი ჯალათი. სული მეწვის შენი ცოდვით, თამრი, რა უბოროტო და უწყინარი იყავი, შე უბედურო, რა ნახე ტანჯვის მეტი. მთელი დღეა გული მეწვის შენი ცოდვით", - წერს მოკლულის ახლობელი.
"დილას იყო ჩემთან, თმები შევღებე. რა ვიცოდი თუ ბოლოჯერ ვხედავდი" - წერს მეზობელი, რომელიც შეძრულია მომხდარით და აღნიშნავს, რომ ქალბატონი დღეს დილით ნახა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე.
შსს-ს ინფორმაციით, 1951 წელს დაბადებულმა კაცმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე