
გუშინ კახეთში 74 წლის კაცმა 53 წლის მეუღლე მოკლა. შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში მოხდა. მკვლელობა მათ საცხოვრებელ სახლში ყოფით ნიადაგზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
მოკლული თამარი დენტოშვილია. მისი მეზობელი და მეგობარი, ელენე გრიგორიანი აღნიშნავს, რომ ქალი არაერთხელ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, თუმცა იმის გამო, რომ წასასვლელი არ ჰქონდა, ითმენდა
მისგან უამრავ შეურაცხყოფას და ცემას.
„უბედური ადამიანი იყო, მთელი ცხოვრება გაწამებული, ამ მონსტრს შეაფარა თავი იმის გამო, რომ წასასვლელი არ ჰქონდა, ითმენდა მისგან უამრავ შეურაცხყოფას და ცემას, რადგან გასაქცევი არ ჰქონდა, არ რევდა პოლიციას…
ჩვენთან პოულობდა შვებას, უზომოდ კარგი, უბოროტო და პოზიტივით სავსე იყო მიუხედავად ავბედითი ცხოვრებისა, რამდენჯერმე გამოიყენა იმ სატანამ ცივი იარაღი მასზე და გადაურჩა, მაგრამ ბოლოს იმარჯვა და მაინც მისი ხელით მოკვდა…
ძალიან გვიყვარდა ჩვენს ოჯახს, რითაც შეგვეძლო ვეხმარებოდით, საკუთარი ოჯახის წევრივით გვყავდა ოჯახს. მტკივა უზომოდ მტკივა მისი გარდაცვალება, ძალიან ბევრი მოითმინა და თურმე თავისივე სავალალოდ ითმენდა“, – განუცხადა „ფორტუნას“ ელენე გრიგორიანმა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: "ფორტუნა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე